ცნობილია, თანხა, რომელიც პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით გამოიმუშავა
1748726665
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროცესს ესწრება საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიჩარდ ვიქენა. ასევე პროცესზე დასასწრებად ბათუმში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ჩავიდა, რომელიც პატიმრობიდან 17 აპრილს გაათავისუფლეს.
დღევანლდე პროცესზე მოსამართლე დაცვის მხარის მოწმეებს, ასევე გამომცემლობა „ბათუმელების“ ჟურნალისტებს მოუსმენს.
„დღეს ჩვენს კოლეგებს მოუსმენენ. ყველა პროცესზე ვიტოვებ იმედს, რომ ვნახავ სასამართლოს სხდომას და არა იმიტაციას“, – განაცხადა „ბათუმელების“ რედაქტორმა, ნანა კვაჭაძემ.
მოსამართლემ უკვე მოუსმინა პროკურატურის მოწმეებს, მათ შორის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.