გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
მექსიკის საზღვარზე, სამხრეთ ტეხასის მახლობლად 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი მუსიკალური ჯგუფის წევრები არიან. ისინი გასულ შაბათ-კვირას კონცერტზე მიმავალ გზაზე დაიკარგნენ.
როგორც უცხოური მედია წერს,მათი სიკვდილი, სავარაუდოდ, კარტელებს უკავშირდება, თუმცა ხუთი მუსიკოსის მკვლელობა ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.
პოლიციამ მათ სიკვდილთან დაკავშირებით ცხრა ეჭვმიტანილი დააკავა - გამოცემის ცნობით, ყველა მათგანს კავშირი აქვს ცნობილ „გალფის კარტელთან“. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხუთივე მსხვერპლის ცხედარი დამწვარი იყო.
BBC-ის ცნობით, ჯგუფი 20-დან 40 წლამდე ასაკის მუსიკოსებისგან შედგებოდა, რომლებიც მექსიკურ რეგიონულ მუსიკას უკრავდნენ.
BBC-ის ცნობით, გაურკვეველი რჩება, Grupo Fugitivo-ს წევრები სამიზნე მათი მუსიკის გამო გახდნენ თუ უბრალოდ შემთხვევითი ძალადობის მსხვერპლნი.