საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა

sd

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა. შეხვედრაზე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, განიხილეს რეგიონში სადრენაჟე სისტემების არსებული მდგომარეობა და სხვა გამოწვევები.

"საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორის განმარტებით, მნიშვნელოვანია თითოეულ რეგიონში შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.