ირაკლი ქადაგიშვილი: ერთგვარი პატაკია, რომ აი ჩვენ ვარსებობთ და დაფინანსება არ შეწყვიტოთ. საქართველოზე ცუდი რეზოლუციების მიღების საბაბი და საფუძველი რომ გქონდეთ, ყოველდღიურად 30 თუ 20 კაცი გადავკეტავთ, დავარღვევთ, მედია ხმაურს შევქმნით

ირაკლი ქადაგიშვილი

ერთგვარი პატაკი არის, რომ აი ჩვენ ვარსებობთ და დაფინანსება არ შეწყვიტოთ, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა რუსთაველის გამზირის კანონსაწინააღმდეგოდ გადაკეტვასთან დაკავშირებით.

„საქართველოზე ცუდი რეზოლუციების მიღების საბაბი და საფუძველი რომ გქონდეთ, ჩვენ ყოველდღიურად 30 თუ 20 კაცი გადავკეტავთ, დავარღვევთ, მედია ხმაურს შევქმნით ამასთან დაკავშირებით და თქვენ, ჩვენო „დასავლელო მეგობრებო“ ეს გამოიყენეთ საქართველოს წინააღმდეგ იმიტომ, რომ თუ საქართველო არ დაისაჯა, ისე ქართველი ხალხი ჩვენ ხმას არ გვაძლევს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აქციის რამდენიმე მონაწილემ რუსთაველის გამზირი ისევ კანონსაწინააღმდეგოდ გადაკეტა. პოლიციის არაერთ მოწოდებას, გაეთავისუფლებინათ გზა და პროტესტი კანონის დაცვით გამოეხატათ, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს და სამანქანო მოძრაობა აღდგა. დააკავეს პროტესტის რამდენიმე მონაწილე.