გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
სოციალურ ქსელსა და საჯარო სივრცეში პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფიის ფაქტებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის საჩივრის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო. მმართველი გუნდი მოუწოდებს ოპონენტებს თავი შაიკავონ სპეკულაციებისგან, მათი განმარტებით, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დემოკარტიულ ქვეყნებში დასჯადია.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, არის კანონი და ყველა დაექვემდებარება მას.
"სხვებს შეურაცხყოფას აყენებ, როდესაც ხარ ცნობადი სახე, როდესაც ხარ ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, როცა ბილწსიტყვაობ, როცა შეურაცხყოფას აყენებ, როდესაც გამოდიხარ და არასრულწლოვანთან ერთად დედას შეურაცხყოფას აყენებ, გაანებე თავი პოლიტიკოსს, ამასთან დაკავშირებით რაც არის კანონი, რომ დაჯარიმდეს, ესეც არ უნდათ. ამათ უნდათ, რომ გაგინონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, ფიზიკურად იძალადონ, მაგრამ თუ სასამართლოში ჯარიმას და ჯარიმა იყო ეს ადმინისტრაციული და დაკავება რამდენიმე დღით, თუ მოსამართლემ ეს ჩათვალა, ესეც არ უნდათ. ხო და ვინ ჭამს ახლა ამათ? რაც უნდათ ის იკივლონ, იყვირონ და ირბინონ, არის კანონი, არის კონკრეტული სასამართლო, არის მოსამართლე, არის გადაწყვეტილება, ყველა ვექვემდებარებით მას“, - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.