ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა, რომ ისრაელის ბრძოლა არა ხალხის, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგაა და მოუწოდა მათ, წინ აღუდგნენ, ხმა აიმაღლონ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ.

"რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა მიადგება მათ," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, გასულ 24 საათში, ისრაელის ძალებმა გაანადგურეს სამხედრო მეთაურები, წამყვანი ბირთვული მეცნიერები, ისლამური რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ურანის გასამდიდრებელი ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი.