საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს
1779306438
პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის გასული წლის საქმიანობის წლიურ ანგარიშს მოუსმენენ. დეპუტატების წინაშე უწყების მთავარ საფინანსო დოკუმენტს სებ-ის პრეზიდენტი წარადგენს.
საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ განხილვაზე, სავარაუდოდ, მთავარი ყურადღება დაეთმობა 2025 წლის მონეტარულ პოლიტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებსა და საბანკო სექტორის მდგრადობას. მოხსენების შემდეგ, ნათია თურნავა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
ეროვნული ბანკის მუშაობას და აღნიშნულ ანგარიშს დადებით შეფასებას აძლევს მმართველი გუნდი.
"ქართული საბანკო სისტემა, საფინანსო ბაზარი არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით. ინფლაციური პროცესები დასაშვებ ფარგლებშია. წინასწარი მონაცემებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ ანგარიში, რომელიც ესოდენ წარმატებულ მონაცემებს შეიცავს ფინანსური თვალსაზრისით," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.