ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 339-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

განაჩენის გამოცხადებას ლევან ხაბეიშვილი არ ესწრებოდა.