რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 22 მაისს
1779374960
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მცდარი უწოდა, სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა 200-მდე რუსი სამხედრო, რომელიც შემდეგ უკრიანაში საბრძოლველად გააგზავნეს.
„დიდი ოდენობით მცდარი ინფორმაცია ქვეყნდება გაზეთების მიერ როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და ასეთი მცდარი ინფორმაცია სკეპტიკურად უნდა იყოს აღქმული“, – განაცხადა პესკოვმა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, 2025 წელს ხელმოწერილი რუსეთ-ჩინეთის შეთანხმება პეკინსა და ჩინეთის სხვა ტერიტორიებზე რუსი სამხედროების წვრთნას ითვალისწინებდა.