„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
მეცნიერებმა გამოავლინეს ორი ასაკობრივი ზღვარი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კვლევის ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები არიან. ექსპერიმენტის მანძილზე მათ 108 ადამიანის 135 000-ზე მეტი ბიოლოგიური ელემენტი (ცილები, ლიპიდები, რნმ და მიკრობიომი) შეისწავლეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაბერების პროცესი ნელ-ნელა კი არ მიმდინარეობს, არამედ ორ კონკრეტულ ასაკში დრამატულ, მოლეკულურ ნახტომს აკეთებს.
აღმოჩნდა, რომ მოლეკულების 81% მკვეთრად იცვლება ორ ასაკობრივ ეტაპზე: პირველი ნახტომი - დაახლოებით 44 წლის ასაკშია, მეორე კი დაახლოებით 60 წლის ასაკში.
ამ პერიოდში რადიკალურად იცვლება მოლეკულები, რომლებიც პასუხისმგებელია ცილების, კოფეინისა და ალკოჰოლის მეტაბოლიზმზე. ასევე იწყება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და კუნთების დისფუნქციასთან დაკავშირებული პირველი ძვრები.
სწორედ ამიტომ მეცნიერები გირჩევებ 40-იანი წლებიდან და 60-იანი წლების დასაწყისში კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების წესს, რათა ორგანიზმს ამ დრამატული გარდატეხის პერიოდების გადალახვა გაუადვილდეს.