,,ცვლილება საგამოცდო მარშრუტებზე” - შს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1779354579
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაია საკუთარ სასამართლო პროცესზე ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში „დიქტატურაა“.
ახალაიას თქმით, არსებული ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია და „რეჟიმის დამხობა“ ერთადერთი გამოსავალია.
„საქართველოში არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის - ეს საქმე პირველი იქნება. დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება“, — განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან, როგორც ამბობს, არჩევნებით ამის მიღწევა გამორიცხულია.
ახალაიამ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში უნდა გასამართლდნენ ის პირები, რომლებიც, მისი შეფასებით, მოქმედ რეჟიმს ემსახურებიან, მათ შორის მოსამართლეები და პროკურორები.
ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ საქმეზე, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.