23 წლის უკრაინელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა პირველი ჩვენება მისცა
1757661739
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს ტერაქტების პრევენციისთვის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის ინფორმაციას ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
„ფაქტია, რომ დიდი ოდენობის ასაფეთქებელი საშუალება აღმოაჩინეს და აღნიშნული ტვირთი მოდიოდა უკრაინიდან, უკრაინის მოქალაქეების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენი სამართალდამცავი და საგამოძიებო სტრუქტურები სათანადო დონეზეა და როგორც არაერთ ანგარიშში მოხვედრილა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს ტერაქტების პრევენციისთვის“, - აღნიშნა წილოსანმა.
სუს-მა უკრაინის მოქალაქეები დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.