სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტის ინიციატორები არიან სენატორები ლინდსი გრემი და რიჩარდ ბლუმენტალი. მათი თქმით, ახალი კანონპროექტის მიზანი რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერებაა.
ინიციატივის მიხედვით, რუსეთი და ბელარუსი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად იმ შემთხვევაში გამოცხადდებიან, თუ ომში დაკავებულ 19 ათასზე მეტ უკრაინელ ბავშვს არ დააბრუნებენ.
ავტორების განცხადებით „ამ სიაში მოხვედრა რუსეთმა ნამდვილად დაიმსახურა“.
სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093