მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენა ძალიან მალე მოხდება, ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა შესაჯერებელი პოზიციები, როგორც კი შევჯერდებით, მაშინვე წარვადგენთ ერთიან სიას - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დარჩა პოზიციები შესაჯერებელი.

„ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა შესაჯერებელი პოზიციები, როგორც კი შევჯერდებით ამ ორ-სამ შემთხვევაზე, მაშინვე წარვადგენთ უკვე ერთიან სიას. ეს ეხება როგორც მუნიციპალიტეტის მერებს, 63 კანდიდატს რეგიონებში, ასევე ეხება თბილისის საკრებულოსა და ყველა საკრებულოს სიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.