მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
ვილიუჩინსკის საზღვაო ბაზის ნავმისადგომი ცუნამის შედეგად დაზიანდა. თანამგზავრულ ფოტოებში ჩანს, რომ ნავმისადგომის ნაწილი პოზიციიდან გადაიხარა, რაც შეიძლება მის დაზიანებაზე მიუთითებდეს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
სამეფო საზღვაო ძალების პენსიაზე გასული მეთაურის, ტომ შარპის თქმით, ნავმისადგომი "საშინელი კუთხითაა დახრილი", რაც გემებისთვის შესვლა-გამოსვლას ართულებს.
საბრძოლო გემები, მათ შორის წყალქვეშა ნავები, როგორც ჩანს, უვნებლად გადარჩნენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნავმისადგომის დაზიანებამ მნიშვნელოვნად არ უნდა იმოქმედოს ბაზის ფუნქციონირებაზე.
ძლიერი მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამმა ვილიუჩინსკს კატასტროფიდან 15 წუთის შემდეგ მიაღწია.
ვილიუჩინსკის ბაზაზე განთავსებულია რუსული Borey-A კლასის წყალქვეშა და მეოთხე თაობის ატომური წყალქვეშა ნავები "იმპერატორი ალექსანდრე III" და "კრასნოიარსკი".