მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
შესაძლოა, ვერც კი ხვდებიან ისე იმართებიან გარე ძალებისგან. მათ შორის, ერთმანეთში კონფლიქტი შესაძლოა, დაგეგმილიც იყოს და შესაძლოა, მათგან დაუგეგმავადაც, გაუაზრებლად ხდებოდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რადიკალურ ოპოზიციაზე „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
ნინო წილოსანის თქმით, „ლელო“-გახარიას გამოყოფა მთლიანი, „ნაცური“ კლასტერისგან, რა თქმა უნდა, დიად იდეას ემსახურება.
„ეს შეიძლება არა მარტო გარედან წამოსული იდეა, არამედ თავად „ლელო“-გახარიას პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებაც იყოს, რადგან რაღაც ფორმით უკავშირდებოდე „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ შავ ჭირს, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი შავი ლაქა - ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ დაუკავშირდნენ და რაღაც მომენტებში განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები ჰქონდეთ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ უდიდეს რადიკალურ პოლიტიკურ ძალას.
რა თქმა უნდა, ეს არის მოჩვენებითი განსხვავება მათ შორის. ამავდროულად, ვხვდებით, რომ რაციონალურადაც მათთვის ხელსაყრელია, როდესაც ამხელა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, როგორიც არის „ნაცები“ უარს ამბობენ თავიანთი რადიკალიზაციის გამო არჩევნებზე და მიდიან ყველაზე ექსტრემალური გზით. მათი ჩანაცვლება ყველაზე ეფექტურად მოხდება ახლა „ლელო“-გახარიას მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს არის ტაქტიკური გათვლა. ამას არაფერი გარედან დავალება, ფიქრი არ უნდა. ესენი არიან ძალაუფლებას, ხელისუფლებასა და ამ ყველაფერს დახამებული, დანატრებული ადამიანები. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, ეს ძალა მოიხვეჭონ და რაღაც კონკრეტული შედეგი მიიღონ“, - განაცხადა წილოსანმა.