მეგონა, პაატა ბურჭულაძე ხუმრობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არჩევნების ჩატარება ტელეფონით სერიოზულად უნდა, საქართველოში პარალელური სამყაროს შექმნა სურთ, რაც სასაცილოა - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

მეგონა, პაატა ბურჭულაძე ხუმრობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სერიოზულად საუბრობს და არჩევნების ჩატარება ტელეფონით სურს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მცდელობაა, ვითომ არჩევნების ჩატარებით რაღაც ირეალური მოცემულობა დააყენონ.

„ეს განცხადება რომ მოვისმინე, მეგონა, ეს ყველაფერი იუმორისტულ გადაცემაში იყო გახმოვანებული. მეგონა, პაატა ბურჭულაძე ხუმრობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სერიოზულად საუბრობს და არჩევნების ჩატარება ტელეფონით სურს. ამ ადამიანებს საქართველოში პარალელური სამყაროს შექმნა სურთ, რაც სასაცილოა. სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბროთ, როცა ეს ადამიანი არჩევნების ჩატარებას სმარტფონებით გვთავაზობს? მაღალიტექნოლოგიების მქონე კომპანიებს მიმართოს და მათ ამ ფუნქციის დამატება შესთავაზოს, რაც ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის. კიდევ ერთი მცდელობაა, ვითომ არჩევნების ჩატარებით რაღაც ირეალური მოცემულობა დააყენონ. ქვეყანას ცესკო ჰყავს, კანონმდებლობა არსებობს და თვითმმართველობის არჩევნები კარს მომდგარია. ვინმეს თუ სურს, საკუთარი პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ სანაგვეზე არ იხილოს, რა თქმა უნდა, ასეთ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება“.