აშშ-მა და ჩინეთმა „ტიკტოკთან“ დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
1761838530
საქართველო კეთილსინდისიერად აკეთებს ყველაფერს, რომ არ იყოს გამოყენებული სანქციების თავის არიდების ადგილად, ამას ჩვენ წარმატებით ვაკეთებთ 2022 წლიდან, არცერთი შემთხვევა არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს დასდონ ბრალი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წლიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია, თითქოს სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენება, თუმცა დასტურდება, რომ ასე არ არის.
„2022 წლიდან ჩვენ ვხედავთ დავალებულ კამპანიას, საქართველო, ე.წ. შავი ხვრელი, რომელშიც ჩართულები არიან საერთაშორისო აქტორები, ოპოზიციის წარმომადგენლები და მთელი რიგი ორგანიზაციები. ეს არის კამპანია, რომელიც მიმართულია საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად, ინტერესების შესალახად. ეს დღესაც ხორციელდება და ალბათ გააგრძელებენ. ჩვენ ამას ვუპირისპირებთ ქმედებებს, ნაბიჯებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რის გამოც საქართველო იღებს მადლობას კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისადმი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან წერილი მიიღო: „მადლობა უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.