1761851455
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: აშშ მზად არის, ჩინეთს მეტი ნავთობი და ბუნებრივი აირი მიჰყიდოს, თუ პეკინი რუსეთისგან შესყიდვებს შეამცირებს
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ჩინეთს მეტი ნავთობი და ბუნებრივი აირი მიჰყიდოს, თუ პეკინი რუსეთისგან შესყიდვებს შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
„ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთსასარგებლო გარიგებებისთვის დიდი სივრცეა“, - განაცხადა რაითმა Bloomberg Television-თან ინტერვიუში, და აღნიშნა, რომ აშშ არის მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი, ხოლო ჩინეთი - ყველაზე დიდი იმპორტიორი.











