წყალი 30 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1761854131
აშშ-მა და ჩინეთმა „ტიკტოკთან“ დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც „როიტერი“ აშშ-ის სახაზინო მდივანზე, სკოტ ბესენტზე დაყრდნობით იუწყება, არ არის გამორიცხული, ორ ქვეყანას შორის შეთანხმება უახლოეს კვირებში ან თვეებში გაფორმდეს.
„კუალა ლუმპურში საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას „ტიკტოკთან“ დაკავშირებით ჩინეთის მხრიდან დასტურის მიღების მხრივ და ველოდები, რომ მისი რეალიზაცია უახლოეს კვირებსა და თვეებში მოხდება და საბოლოოდ საკითხი მოგვარდება“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა, თუმცა შეთანხმებასთან დაკავშირებით დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ტიკტოკის“ ამერიკული აქტივები, სავარაუდოდ, ამერიკელი ინვესტორების დაქვემდებარებაში მყოფ ახალ კომპანიას გადაეცემა, ხოლო ჩინური „ბაით დენსის“ წილი 20%-ზე ნაკლები იქნება.