„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -7°-მდე დაეცემა...“ - ამინდი უარესდება
1761767088
სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 72 წლის მამაკაცს, რომელიც მეზობელი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში, მუქარასა და სხვა სექსუალური ხასიათის დანაშაულშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა, დაცვის მხარე კი 25 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მამაკაცის გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, სხდომა საქმეში დაზარალებული არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით დაიხურა.