23 წლის უკრაინელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა პირველი ჩვენება მისცა
1757661739
ამ რაოდენობას, ამოქმედების შემთხვევაში, საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ნებისმიერი ობიექტისთვის. ტერორისტული აქტისთვის არის ეს გამზადებული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, იოსებ ჯორბენაძემ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. საუბარია სუს-ის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2.4 კგ „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის ფაქტზე უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.
„კომპეტენტური ორგანოები გამოიძიებენ ეს საქართველოში უნდა დარჩენილიყო თუ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, მაგრამ თავისთავად ეს მიუთითებს პირველ რიგში ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის და ძალოვანი სტრუქტურების მაღალპროფესიონალიზმზე, იმიტომ რომ ამის აღმოჩენა არც ისე მარტივი ამბავია. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ“, - აცხადებს ჯორბენაძე.
სუს-მა უკრაინის მოქალაქეები დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.