1757679034
გიორგი ვოლსკი გედევან ფოფხაძეზე: ეძგვერაძე ბარნაბასავით არის - რომელ პარტიას ეკუთვნის, ვერავინ გაიგო

[გედევან] ფოფხაძემ მიაღწია თავის მიზანს, გამოჩნდა როგორც იქნა. ეძგვერაძე ბარნაბასავით არის - რომელ პარტიას ეკუთვნის, ვერავინ გაიგო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილს ცეცხლხს წაუკიდებს, მას არ ეწყინება.
„ფაქტია, რომ დანაშაულის ჩადენის წინაპირობის გაუბრალოება არის ერთ-ერთი სცენარის ნაწილი. გედიმ დაინახა, რომ ამ მიმართულებას გარკვეული პოპულარობა გააჩნია და დაიწყო ამ თემაზე საუბარი. ხელის გარტყმის, ბანერის დაზიანების, განუკითხაობის ატმოსფეროს შექმნის წინაპირობა ეს არის, მაშინ როდესაც პროვოცირებას უკეთებ დაპირისპირებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ქრონიკამ“ გერმანიის ელჩს კითხვით მიმართა, გმობს თუ არა გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და პარტიის წევრების ფიზიკური განადგურება არ ეწყინება.