ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
ეს რომ პროვოკაცია იყო, ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, არამედ ამაზე საუბარი დაიწყეს ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურმა ჯგუფებმაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, სრულიად უსამართლო გადაწყვეტილებებსა და შეფასებებზე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, ვხედავთ, რომ ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ.
„ისინიც ამასა აფასებენ, როგორც პროვოკაციას და ორმაგ სტანდარტს საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ისეთ მოქმედებებს, როდესაც ევროკავშირის ბიუროკრატია ცდილობს გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე“,- აღნიშნა გიორგი კახიანმა.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მათგან სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს. ევრო დეპუტატი ბოსფორდი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მცირე ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მემარცხენე-ლიბერალური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევა. საბოლოო ჯამში, სწორედ ამან გამოიწვია საქართველოს დელეგაციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება. საუბარია სომხეთში გამართულ ეურონესტსის სხდომაზე.