1757679034
დავით ქართველიშვილი ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეზე - "ვივარაუდოთ", რომ ამ საქმესთან უშუალო ჩართულობაში იქნებოდა СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გია ლორთქიფანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სუს-ში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლითაც ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
ქართველიშვილის თქმით, "ვივარაუდოთ", რომ ამ საქმესთან ჩართულობაში იქნებოდა გია ლორთქიფანიძე, რომელიც აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე არაერთი სხვა ჩადენილი დანაშაულის გამო, როგორც კი დადგება ამის ჟამი.„სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოტანის მიზნით, მძღოლს „ჰექსოგენი“ უკრაინაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) თანამშრომლებმა გადასცეს - ნივთიერების ბოლო დანიშნულების ადგილად კი თბილისი დასახელდა, უფრო კონკრეტულად კი, ავლაბრის უბნის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. ამაზე მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე - ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ მოდით და "ვივარაუდოთ", რომ ამ საქმესთან უშუალო ჩართულობაში იქნებოდა ჩვენთვის კარგად და ავად ცნობილი, СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გია ლორთქიფანიძე. დიახ, სწორედ ის გია ლორთქიფანიძე, რომლის უშუალო მონაწილეობა 2021 წლის გაზაფხულზე იმ კონკრეტული ტრაილერის კონკრეტული მძღოლის გადმობირებაში, რომელმაც შემოდგომაზე კონტრაბანდულად ჩამოგვიტანა "ტოქსიკური ტვირთი" - ეჭვგარეშეა და დამტკიცებულია ჩვენებებით. ეს ის გია ლორთქიფანიძეა - რომელიც აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე არაერთი სხვა ჩადენილი დანაშაულის გამო, როგორც კი დადგება ამის ჟამი.აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული გია ლორთქიფანიძის და მისი კოლეგების კვალში წინა პერიოდშიც იმავე მარშრუტით (უკრაინა-EU-თურქეთი-საქართველო) ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით ჩვენთან საშიში ტვირთების გამოგზავნის საქმეში. ერთადერთი, რაშიც არ ვარ დარწმუნებული, თუმცა იმედს ვიტოვებ - რომ ამ ახალი გარემოებების ჭრილში, საქართველოდან გაძევებული იქნება უკრაინის საელჩოს დროებითი რწმუნებული (chargé d’affaires) რომან იაკოვენკო...“- წერს ქართველიშვილი.