საქართველოში ოქრო იაფდება - რა ღირს გრამი
1779289191
ჩინეთი საქართველოს ჭეშმარიტი და სანდო კარგი მეგობარია, თანამშრომლობისა და საერთო განვითარების კარგი პარტნიორი, - განაცხადა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრმა, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარემ, ვანგ ჰიუნინგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში, საქართველომ ეროვნული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
"გულითადად მოგესალმებით. მოხარული ვარ თქვენთან საუბრის შესაძლებლობით.
საქართველო მდებარეობს ორი კონტინენტის შეერთების ნაწილში. უძველესი დროიდან იგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ცივილიზაციების, კულტურებისა და ვაჭრობის გადაკვეთის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. მას ღრმა კულტურული ფესვები აქვს.
ბოლო წლებში, საქართველომ ეროვნული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩინეთის მხარე ამით ძალიან კმაყოფილია. ჩინეთი საქართველოს ჭეშმარიტი და სანდო კარგი მეგობარია, თანამშრომლობისა და საერთო განვითარების კარგი პარტნიორი.
ჯერ კიდევ 2000 წელზე მეტი ხნის წინ, ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის ისტორიულმა "აბრეშუმის გზამ" ხალხები დააკავშირა. ჩვენი ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლის განმავლობაში, ორმხრივი ურთიერთობები მუდამ ჯანსაღი და სტაბილური განვითარების გზას მიჰყვებოდა. ჩინეთი მზად არის, ყველა მხარესთან ერთად იმუშაოს.
ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების საფუძველზე, უნდა დავაფასოთ და განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, აქტიურად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანას", - აცხადებს ვანგ ჰიუნინგი.