თორნიკე ჭეიშვილი ხაბეიშვილის დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, შეიძლება შეეხებოდეს საჯაროდ ქრთამის დაპირებას

თორნიკე ჭეიშვილი

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, შეიძლება შეეხებოდეს საჯაროდ ქრთამის დაპირებას", - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ლევან ხაბეიშვილის დაკავების საქმე.

მისი განმარტებით, ხაბეიშვილი შესაბამისი თანხების სანაცვლოდ, მცდარი აღქმების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს, რომელიც კონკრეტულ, მტრულად განწყობილ ძალებს შეიძლებოდა დახმარებოდა იმისათვის, რათა მათ აქ გარკვეული არეულობა მოეწყოთ.

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, შეიძლება შეეხებოდეს საჯაროდ ქრთამის დაპირებას და მით უმეტეს, მაშინ როდესაც ამის მიზანი არის ის, რომ საჯარო მოხელეებმა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უარი თქვან საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებაზე. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხაბეიშვილი გახლავთ ამ შავი ფულის ერთგვარი პროდუქტი. თვითონ ეს "პროექტი ანიტა", ანიტა ხაბეიშვილი, რომელიც შესაბამისი თანხების სანაცვლოდ, მცდარი აღქმების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს, რომელიც კონკრეტულ, მტრულად განწყობილ ძალებს შეიძლებოდა დახმარებოდა იმისათვის, რათა მათ აქ მოეწყოთ გარკვეული არეულობა", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პროკურორს დღეს ბრალს წაუყენებენ. ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის საჯაროდ დაპირების გამო დააკავეს. საუბარია 339-ე მუხლზე.

ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვას, გაქცევას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას ედავებიან.