ალექსანდრე ტაბატაძემ დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

tabatadze

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ 21-22 მაისს ესპანეთის სამეფოს დედაქალაქ მადრიდში დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული ფორუმი ესპანეთის სენატის თავმჯდომარის პედრო როლან ოხედასა და აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის, რობერტ პიტინჯერის მასპინძლობით გაიმართა.

მადრიდის ფორუმის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი და მისი გავლენა მსოფლიოს უსაფრთხოებაზე, კრიპტოვალუტა და ციფრული ფული, უცხოური ინვესტიციები, ნეიროტექნოლოგიები, ენერგოუსაფრთხოება და კრიტიკული მინერალები, კიბერუსაფრთხოება, ადამიანით ვაჭრობის როლი ტერორიზმის დაფინანსებაში, ტრანსნაციონალური გამოწვევები და საზღვრის დაცვა. ღონისძიებას პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებოდნენ.