არ შეიძლება, პოლიტიკოსობა იყოს ინდულგენცია ვინმესთვის და ადამიანები იდგნენ ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაზე მაღლა. ვინც კანონს დაარღვევს, მას მოუწევს პასუხისგება - ზვიად შალამბერიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

ხელისუფლება, რომელიც ემოციურ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა 2012 წელს ჩვენმა მოსახლეობამ წარსულს ჩააბარა. ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის გააზრებულად და წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით დგამს ყველა ნაბიჯს, რაც კი ბოლო 13 წლის განმავლობაში გადადგმულა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაპატიმრების საქმეზე საუბრისას.

მისივე თქმით, არ შეიძლება პოლიტიკოსობა იყოს ინდულგენცია ვინმესთვის და ადამიანები იდგნენ ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაზე მაღლა.

„არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქვეყნის ფარგლებს შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა და კეთილი უნდა ინებოს ყველამ ჩვენმა მოქალაქემ, რომ დაიცვას კანონი და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, არა ჩვენმა მოქალაქემ უცხოეთიდან პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, ის ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ და ხელისუფლებამ გადადგა, პირდაპირ იყო ნაკარნახევი ჩვენი კანონმდებლობით. ჩვენ არა ერთხელ გავაჟღერეთ, თუ რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა, თუ კანონს არ დაემორჩილებოდნენ.

ჩვენ არაერთი ფატი გვახსოვს იმის, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერისგან, თუ როგორ აბუჩად დააპირეს ჩვენი ჩვენი კანონის აგდება, თუმცა კანონმდებლობისგან პასუხი საკმაოდ მკაცრად მიიღეს. ძალიან კარგად გვახსოვს მელიას საქმე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მომავალშიც ის ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, იგი პოლიტიკოსი იქნება თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, მას მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, თავისთავად, სასიამოვნო არ არის ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, თუმცა ქვეყნის კანონმდებლობას, კონსტიტუციას ყველამ პატივი უნდა სცეს.

პარლამენტის თავმჯდომარე ზოგიერთი დიპლომატისგან დაშვებული შეცდომების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. შალვა პაპუაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე რამდენიმე ელჩის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. პაპუაშვილი წერს, რომ „მოსმენილი განცხადებები იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს გვახსენებს, რომლითაც უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან“.