„საუკეთესო მეგობარს 5 ტყვია ესროლა...პოლიციამ ცხედარს 4  თვის შემდეგ მიაგნო..." - კლაუდია ბრანსონის საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ბრანსოონი

46 წლის კლაუდია ბრანსონის მიერ ჩადენილმა სასტიკმა მკვლელობამ მსოფლიო შეძრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კლაუდიამ მეგობარი, დელია ჯონსონი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კლაუდიამ მას  5 ტყვია  ესროლა.

„ეს ყველაფერი განსაკუთრებით საზარელია... იმ დროს, ჯონსონი და კლაუდია საერთო მეგობრის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ",- განაცხადა საქმის პროკურორმა. 

პოლიციამ ჯონსონის ცხედარს 4  თვის შემდეგ მიაგნო.  კლაუდია ისე იქცეოდა, რომ თავიდან ეჭვი ვერავინ აიღო. 

მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.