1747936027
შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის ბიჭი დააკავეს

გარყვნილი ქმედება შიდა ქართლში.
პოლიციამ 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავა.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.