1746023044
VIDEO: ასე აღნიშნავენ ესპანეთში მოქალაქეები ელექტროენერგიის აღდგენას

გუშინ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უჩვეულო რამ მოხდა — ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. სიტუაცია განსაკუთრებით მწვავე ესპანეთსა და პორტუგალიაში იყო, სადაც შეჩერდა მეტრო, რკინიგზა, შეწყდა მობილური კომუნიკაცია, მიუწვდომელი გახდა ინტერნეტი... მოკლედ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში, მილიონობით ადამიანი ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდა.
ესპანეტში ელექტროენერგია ადგილობრივი დროით 12:33-ზე გაითიშა. მთავრობამ და ენერგეტიკულმა კომპანიებმა საგანგებო შეხვედრები გამართეს და პრობლემის აღმოფხვრაზე ზრუნვას შეუდგნენ. თავდაპირველი ეჭვების მიუხედავად, კიბერშეტევის ან მიზანმიმართული საბოტაჟის მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. პირველადი ვერსიით, მასობრივი გათიშვა იშვიათი ატმოსფერული მოვლენით იყო გამოწვეული — მაღალი ძაბვის რხევებში ანომალიური რხევებით, რაც ესპანეთში ტემპერატურის მკვეთს ცვლილებას უკავშირდება.
რამდენიმესაათიანი უშუქობის შემდეგ ესპანეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორმა, Red Electrica-მ, ელექტროენერგიის ნაწილობრივი აღდგენა მოახერხა.
აი, როგორ შეხვდნენ ელექტროენერგიის აღდგენას მადრიდის ერთ-ერთ მოედანზე: