რიტუალი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე უნდა შესრულდეს - მარიამ ციმინტიას რჩევა
1746042273
იერუსალიმის შემოგარენში ტყის ხანძარს ებრძვიან. მასშტაბური ხანძარი ეშთაოლის ტყეში გაჩნდა, რის გამოც ევაკუირებულია მოსახლეობა რამდენიმე რაიონიდან. ევაკუაცია გამოცხადდა ერთ-ერთი მონასტრიდანაც. გადაკეტილია იერუსალიმისა და თელ ავივის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, ასევე სხვა რამდენიმე გზა. იერუსალიმსა და თელ ავივს შორის შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, იერუსალიმის შემოგარენში ფერდობებზე ხანძრის, სულ მცირე, ხუთი კერაა. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს ართულებს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე გაემგზავრნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მინისტრები.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 63 სახანძრო ჯგუფი და 11 ერთეული თვითმფრინავი მონაწილეობს.