რიტუალი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე უნდა შესრულდეს - მარიამ ციმინტიას რჩევა
1746042273
ყველაზე მარტივი პასუხი სწორედ ეს გახლავთ, რომ თუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხა ემსახურება საქართველოსა და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს, რატომ უნდა იყოს ეს ფული დამალული, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დაყადაღებული ფონდების ხელმძღვანელთა სახლებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ე.ი. ეს ფული გამოიყენებოდა სწორედ არაკანონიერი ქმედებების დასაფინანსებლად.
„ყველაზე მარტივი პასუხი სწორედ ეს გახლავთ, რომ თუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხა ემსახურება საქართველოსა და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს, რატომ უნდა იყოს ეს ფული დამალული და რატომ უნდა იწვევდეს ამ ფულის საჯაროობა ასეთ გააფთრებულ წინააღმდეგობას.
ე.ი. ეს ფული გამოიყენებოდა სწორედ ამ არაკანონიერი ქმედებების დასაფინანსებლად. ვიმეორებ, ეს აღარ არის უკვე მარტო ჩვენი მიგნება. ამასთან დაკავშირებით თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ყველაზე ხმამაღლა განაცხადა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის, ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს დამფუძნებლების სახლებში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა.