თელ-ავივში განგაშის ხმა ისმის - ირანმა ქვეყნის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, ისრაელი კი ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმას განაგრძობს

განს

უკიდურესად დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ წუთებში განგაშის ხმა ისმის თელ-ავივში. ირანმა ქვეყნის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელი განაგრძობს ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმას. "ცახალმა" ისპაჰანში, ბუშერში, აჰ-ვაზისა და იეზდში მდებარე სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე მიიტანა იერიში.

ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანში რეჟიმის ცვლილებას არ გამორიცხავს. "თრუს სოუშალის" საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპი წერს, რომ "რეჟიმის ცვლილების" ტერმინის გამოყენება არაპოლიტკორექტულია, თუმცა თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია, ქვეყანა ისევ აქციოს დიდებულად, რატომ არ უნდა მოხდეს მისი შეცვლა?.

პარალელურად, გაეროში ირანი-ისრაელის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. ირანმა მოითხოვა საბჭომ ამერიკასა და ისრაელს პასუხისმგებლობა დააკისროს, რადგან, ირანის წარმომადგენლის განმარტებით, ირანის წინააღმდეგ გამოგონილი და აბსურდული საბაბით ომია დაწყებული. სხდომაზე მოუსმინეს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელსაც. რაფაელ გროსის თქმით, მას ირანმა აცნობა, რომ სამ ატომურ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.

ისრაელის პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმოვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

"ისრაელი გააგრძელებს მიზნებისკენ სწრაფვას, სრული დატვირთვით იმოქმედებს როგორც ირანში, ასევე ღაზაში",- ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მოსკოვშია. აბას არაღჩი პუტინთან შეხვედრას გეგმავს.