„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ჩვენ არ ვაპირებთ მეორედ, მესამედ თუ მეათეჯერ დაბარებულ არალეგიტიმურ კომისიაში მონაწილეობის მიღებას, რადგან ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მხრიდან მას არასდროს ექნება აღიარება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, არ არსებობს ძალა, რომელიც მათ შემართებას, სულისკვეთებას და ბრძოლას ტემპს მოაკლებინებს.
„დღეს ჩვენ შეიძლება, ვნახოთ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება ან საპატიმრო, მაგრამ მიუხედავად ნებისმიერი გადაწყვეტილებისა, ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი ამ გზავნილს ბიძინა ივანიშვილს, რომ არ არსებობს ძალა, მე და ჩემს გუნდს შენი შეგვეშინდეს. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, თავისუფლებისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთ ქვეყნებთან, რომლის ასე ვთქვათ ლიდერების პანაშვიდზე შენ ე.წ. პრემიერ მინისტრს აგზავნი. ეს არის ბრძოლა, ეს არის განსხვავება ჩვენ შორის, ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში. ხუთი წელი დაგვდევდი, რომ 12-წლიანი მუხლი მოგესაჯა. არ დაგვიტოვებია ქვეყანა და გეუბნები, არც ახლა ვაპირებთ ქვეყნის დატოვებას. შესაბამისად, ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენი გუნდი მზად არის ბრძოლისთვის. ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ჩემი სოლიდარობა ზურა ჯაფარიძეს, ჩვენ მეგობარს, თანამებრძოლს. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი კარგი მომავალი, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ოკუპაციისაგან. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.