ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1751203095
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანი ურანის გამდიდრების განახლებას უკვე „რამდენიმე თვეში ან უფრო ადრე შეძლებს“. აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა კი თეირანის ბირთვულ პროგრამას ტოტალური ზიანი ვერ მიაყენეს.
CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გროსიმ განაცხადა: „ დარტყმებმა ბირთვულ პროგრამას სერიოზული ზიანი მიაყენა, მაგრამ ეს ტოტალური ზიანი არ ყოფილა. ირანს აქვს სამრეწველო და ტექნოლოგიური სიმძლავრე, ასე რომ, თუ მოინდომებს, ამის თავიდან დაწყებას შეძლებს“.
გროსი არ გამორიცხავს, რომ თეირანი გამდიდრებულ ურანს ბომბის შესაქმნელად გამოიყენებს.
ამასთან, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც IAEA-სთან თანამშრომლობის შეჩერებას ითვალისწინებს. სააგენტოს თანამშრომლები ქვეყანაში ინსპექციების ჩასატარებლად ვეღარ ჩავლენ, ხოლო რამდენიმე დღეში თეირანმა ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა პირადად გროსისაც აუკრძალა.
ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე იერიში 13 ივნისს მიიტანა და აცხადებდა, რომ თეირანი ბირთვული ბომბის შექმნასთან ახლოს იყო. მოგვიანებით ოპერაციას აშშ შეუერთდა - ამერიკულმა ავიაციამ ირანის სამი ბირთვული ობიექტი: ფორდო, ნატანზი და ისფაჰანი დაბომბა.