სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1750872000
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანი „ბირთვული იარაღის შექმნისგან ბევრად უფრო შორს არის“. ამის შესახებ მან ნატოს სამიტის ფარგლებში Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემის ცნობით, ინტერვიუში რუბიომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შედეგები უფრო დაბალანსებულად შეაფასა, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც დაჟინებით ამტკიცებს, რომ ირანის ობიექტები ფორდოუში, ნათანზსა და ისპაჰანში „მთლიანად განადგურდა“.
„მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი დღეს ბირთვული იარაღისგან გაცილებით შორს არიან, ვიდრე პრეზიდენტის მიერ ამ თამამი ქმედების განხორციელებამდე იყვნენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ — მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი, არსებითი ზიანი მიადგა სხვადასხვა კომპონენტს და ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ ახლა ვიგებთ“, - განაცხადა რუბიომ.