კახეთში მკვლელობა მოხდა - რა დეტალები ხდება ცნობილი

policiis lenti

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულს სოფელში არსებულ ბაზრის ტერიტორიაზე ხორცის მაღაზია ჰქონდა, სადაც უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

შუახნის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.