„ყურადღება მიაქციეთ ცხიმს ხორცზე...“ - სპეციალისტების გაფრთხილება ხორცის შეძენის წინ
1762171391
მექსიკის ქალაქ ურუაპანში, ქალაქის მერი კარლოს ალბერტო მანცო როდრიგესი მიცვალებულთა დღის აღნიშვნისას მოკლეს. მას ქალაქის მთავარ მოედანზე, სანთლების ფესტივალის დაწყების დროს ესროლეს. შემთხვევის დროს ასევე დაშავდნენ ქალაქის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი და დაცვის თანამშრომელი. თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.
დანაშაული მაშინ მოხდა, როცა მოედანზე ხალხის დიდი მასა იყო შეკრებილი. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მერის მკვლელობა ნარკოკარტელებთან აქტიურ ბრძოლას უკავშირდებოდეს.