1761851455
VIDEO: „უარი როგორ გითხრაო და უმღერა სალოს...“ - გიორგი გაბუნია ლაშა ბასლანძის კადრებს აქვეყნებს
შოუმენი გიორგი გაბუნია გადაცემიდან აქვეყნებს კადრებს, სადაც სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე იყვნენ სტუმრად. ლაშამ სალომეს უმღერა.
„არსად არ მიმღერია, თავი დამანებეო... მაგრამ კარგი, უარი როგორ გითხრაო და უმღერა სალოს...“ - წერს გაბუნია.
ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ლაშას ემოციური პოსტით ემშვიდობება.
სამშაბათს, 4 ნოემბერს საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან, 14:00 საათზე უკანასკნელ გზაზე გააცილებენ...











