„განკურნება მიიღწევა სამი პირობის დაცვით…“ - ყველაფერი, რაც მუნის შესახებ უნდა იცოდეთ
1762196701
ირანს და აშშ-ს შორის კონფლიქტი ფუნდამენტურია და არა ტაქტიკური, – ამის შესახებ ისლამური რევოლუციის ლიდერმა, აიათოლა სეიედ ალი ხამენეიმ განაცხადა.
აიათოლა ხამენეიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ყველა პრეზიდენტი აქამდე ცდილობდა, რომ ირანი დანებებულიყო, რაც, მისი თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ძალიან ნათლად თქვა.
„ამერიკელები ხანდახან ამბობენ, რომ ირანთან თანამშრომლობა სურთ. ირანთან თანამშრომლობა შეუძლებელია ამერიკის მიერ სიონისტური რეჟიმის მხარდაჭერის, ამერიკული სამხედრო ბაზების არსებობისა და რეგიონში ჩარევის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა ქვეყანას პრობლემები შეუქმნა, მრავალი პრობლემის გადაჭრისა და ქვეყნის იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი სიძლიერეა“, – აღნიშნა ირანის სულიერმა ლიდერმა.