„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა...“ - რა შეემთხვა არუნ ხათრის
1762028338
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაკავებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი კალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.
ბრალდებულმა ბელა მეი კალიმ დანაშაული აღიარა.
ბელა მეი კალის დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით.
კალის, რომელიც ფეხმძიმედ არის, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.