თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან რეისები გაუქმდა
1749889643
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამა ძალიან ახლოს არის კრიტიკულ სტადიასთან.
მაკრონის თქმით, ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აქვს, ძალიან შემაშფოთებელია.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთი რეკომენდაციას არ უწევდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას და მიიჩნევდა, რომ საკითხის მოსაგვარებლად ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა.