იტალიის პრემიერი: უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, ასევე კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა

ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, ასევე კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.

მელონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო საათების განმავლობაში „გაირკვა, ვინ არის რეალურად მზად გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები მშვიდობისკენ, და ვინ, პირიქით, აშკარად არ არის ამისთვის მზად“.

მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის უპირობი შეწყვეტა და „სერიოზული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, ჩვენ არ უნდა დავნებდეთ“.

"ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ ცეცხლის უპირობო შეწყვეტა და მშვიდობა, ომი უნდა დასრულდეს“, - დასძინა მან.