“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამედიცინო კოლეჯის კამპუსს შეეჯახა - სტუდენტები ამ დროს ლანჩს მიირთმევდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებული 20 სტუდენტი კლინიკაშია გადაყვანილი.
BBC-ი დაშავებულების ახლობლებისგან ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
პუნამ პატელი, რომელიც ახლა აჰმადაბადის სამოქალაქო საავადმყოფოში იმყოფება, აცხადებს, რომ მისი რძალი ლონდონისკენ მიმავალ რეისზე იმყოფებოდა.
კიდევ ერთი ადგილობრივი, სახელად რამილა ამბობს, რომ მისმა შვილმა სამედიცინო კოლეჯის მეორე სართულიდან გადმოხტომა მოახერხა. მან დაზიანებები აღენიშნება, თუმცა, ახლა უსაფრთხოდაა.
ჯერჯერობით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს.
Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა.
BBC-ის ცნობით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა - ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
ამ დროისთვის აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია.