საქართველოში ოქრო იაფდება - რა ღირს გრამი
1779289191
ფილიპინების სენატში სროლის ხმა ისმოდა. შენობა ბლოკირებულია.
„ბიბისის“ ინფორმაციით, შენობაში სამხედრო პირები შევიდნენ.
როგორც ცნობილია, შენობას თავს ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილი ფილიპინელი სენატორი რონალდ დელა როზა აფარებს.
ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვინ გახსნა ცეცხლი. მათი განცხადებით, მსხვერპლი არ არის.
მანამდე, სენატორმა რონალდ დელა როზამ განაცხადა, რომ მას დააპატიმრებენ და მოუწოდა ფილიპინელებს, ეს არ დაუშვან.
ოფიციალური ცნობით, სენატორი ამჟამად უსაფრთხოების ძალების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დელა როზას ბრალად სდებს ათობით ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობას. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც რონალდ დელა როზა პოლიციის უფროსი იყო და ფილიპინების ყოფილმა პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ, „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი“ გამოაცხადა.
თავად დუტერტე 2025 წლის მარტიდან დაკავებულია და ჰააგაში იმყოფება.
მანამდე, სენატის შენობის გარეთ შეკრებილმა დემონსტრანტებმა მოითხოვეს სენატორის დაპატიმრება და მისი გადაცემა სასამართლოსთვის, რათა ის დუტერტესთან ერთად გასამართლდეს.
დელა როზას ადვოკატები ქვეყნის უზენაეს სასამართლოში ითხოვენ მისი ექსტრადიციის შეჩერებას.