ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს
1749932937
აშშ-ში, ტეხასის შტატში, მოულოდნელი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოთხშაბათს და ხუთშაბათს ძლიერმა შტორმებმა მანქანები გზიდან გადააგდო, რის შედეგადაც ზოგიერთი ავტომობილი მდინარეში ჩავარდა.
სან ანტონიოს სახანძრო სამსახურის ცნობით, მაშველები წყალდიდობის შედეგად დაკარგულ სულ მცირე ოთხ ადამიანს ეძებენ.
ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს, ხოლო სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდეს.