AP: ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაასრულა

AP: ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ახლო აღმოსავლური ტურნე დაასრულა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ტრამპი აეროპორტში გაერთიანებული არაბთა საამიროების მმართველმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიამ გააცილა. გამოსამშვიდობებელი ხელის ჩამორთმევის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერი თვითმფრინავში ავიდა.

სააგენტოს ცნობით, აბუ-დაბიდან ტრამპი ვაშინგტონში დაბრუნდება.

ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩაფრინდა, ხოლო შემდეგ კატარში გადაინაცვლა. ბოლო ქვეყანა, რომელსაც ის ტურნეს ფარგლებში ესტუმრა, გაერთიანებული არაბთა საამიროები იყო.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამივე ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში ტრამპმა ასეულობით მილიარდი დოლარის კონტრაქტებსა და შეთანხმებებს მოაწერა ხელი. დადებული გარიგებების უმეტესობა საავიაციო და სამხედრო სფეროს შეეხებოდა.