7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას, – ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, მაისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 245.4 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მაისის მდგომარეობით 4.6 მლრდ დოლარს შეადგენს.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“, – აღნიშნავენ სებ-ში.
მათივე ცნობით, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა;
მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი;
აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი;
მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი.
სებ-ში აცხადებენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 ივლისს გამოაქვეყნებს.